ბრალდებული არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.

2016-10-30 08:31:11

ყიზილაჯლოს ინციდენტში მონაწილე 6 დაკავებულიდან 1 გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ინფორმაცია  რუსლან ზეინალოვის გათავისუფლების შესახებ "ინფო რუსთავისთვის" გუშინ გახდა ცნობილი. დაკავებულების ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ინციდენტში მონაწილე პირის გათავისუფლების ფაქტი ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.