"შოთა რუსთაველი ახალ მისამართზე გადავა".

2017-02-16 18:34:18

#1 მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შოთა რუსთაველის ბიუსტის მონტაჟისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება, რომ მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული პერიმეტრი ბორდიურებით და ბაზალტის ფილებით მოაწყოს, ასევე განათავსოს სკამები და ნაგვის ურნები. გააკეთოს სპეციალური "პედესტალი", სადაც შემდეგ შოთა რუსთაველის ბიუსტის განთავსდება.

შოთა რუსთაველის ბიუსტი უკვე წლებია ყოფილი მწერალთა სახლის წინ არის განთავსებული, დაახლოებით 5 წლის წინ აღნიშნული ობიექტი გაყიდა, სადაც შემდეგ სხვადასხვა კომერციული ობიექტი განთავსდა. იმის გამო, რომ ბიუსტის ადგილდმდებარეობა შეუსაბამო იყო ქალაქის თვითმმართველობამ რამდენიმე თვის წინ ბიუსტის დემონტაჟზე და სხვა ტერიტორიაზე მონტაჟის შესახებ განაცხადა.