სტერეოტიპები ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე.

2017-02-16 15:14:54

  • გავრცელებული სტერეოტიპები და პატრიარქალური საზოგადოება უარყოფითად აისახება ქალების პოლიტიკურ გააქტიურებასთან მიმართებაში.
  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არ არის პოპულარული თემა.
  • საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს და არ ახალისებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას ქვეყანაში.

ეს ის ძირითადი მიგნებებია რომლებიც, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებებისა და გამოწვევები“ კვლევის ფარგლებში გამოირკვა. დღეს კვლევის შედეგებთან  დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, დისკუსია გაიმართა.