გაიქცა თუ არა პაციენტი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან (ვიდეო).

2017-02-16 13:58:47

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი 60 წლამდე ქალბატონი, დღეს დილით ქუჩაში სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟებმა დააკავეს. ინფორმაციის დაზუსტებისას გაირკვა რომ ქალბატონს დღის ცენტრში კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც გაიქცა. დღის ცენტრში ყვებიან, რომ მათი ბენეფიციარი, ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს და პერიოდულად მკურნალობას რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში  გადის. დღის ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, ქალბატონი დღეს აგრესიულად იქცეოდა რის გამოც, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ბენეფიციარი, სტაციონარში გადაყვანისას გაიქცა და მისი დაკავება საპატრულო ეკიპაჟმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინა.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილის ბაია კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ქალბატონი მათთან მკურნალობას პერიოდულად საჭიროებს. ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი დღეს დილის საათებში შიყვანეს.