Nokia 3310 ბრუნდება.

2017-02-15 22:08:10

კომპანია HMD Global Oy რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს "ნოკია"-ს ბრენდის ტელეფონების სახელით მობილურის წარმოების, ბაზარზე "ლეგენდარულ მოდელს" Nokia 3310 აბრუნებს. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გაავრცელა სადაც ნათქვამია რომ, 26 თებერვალს ბარსელონაში, იქ სადაც ახალი მოდელების პრეზენტაცია მოხდება ასევე წარადგენენ Nokia 3310 განახლებულ მოდელს. მობილური ტელეფონის ღირებულება 59 ევრო იქნება, ის თავდაპირველად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდება, მოგვიანებით კი მისი გაყიდვა ამერიკაშიც მოხდება. მობილური 2001 წელს გამოუშვეს, იმის გამო რომ ჰქონდა განსხვავებული დიზაინი, მყარი კორპუსი და ელემენტი რომელიც დიდხანს ძლებდა მალევე გახდა პოპულარული. ეს იყო "ნოკია"-ს ყველაზე გავრცელებული მოდელი, მისი 136 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.

გარდა ზემოთ აღნიშნული მოდელისა, კომპანია 3 ახალ ტელეფონს გამოიტანს გასაყიდად, მათი მონაცემები გაძლიერებულია, არის უფრო სწრაფი, აქვს შედარებით დიდი მეხსიერება და ფოტოებს იღებს 16-მეგაპიქსელით. სმარტფონების ფასი 199 ევროდან დაიწყება.