მიწისძვრა დმანისში.

2017-02-15 21:29:54

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ სარკინეთში მდებარეობდა. აღნიშნულ ლოკაციაზე 3 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოგი ბარბაქაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია და მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.