განხორციელდება თუ არა 750 მილიონიანი პროექტი რუსთავში.

2017-02-15 15:53:32

შესაძლოა რუსთავში ახალი ქარხანა აშენდეს და დამატებით 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნას. „რუსთავის ფოლადი“   სამხრეთ კორეულ კომპანია POSCO-სთან მოლაპარაკებებს ახორციელებს. კერძოდ, „რუსთავის ფოლადი“ 2018 წლიდან სრული ციკლის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ქარხნის მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდბა და პროექტის ჯამური ბიუჯეტი 750 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასრულდება მოლაპარაკებები კორეულ კომპანიასთან.
როგორც, „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი, აცხადებს, პროექტის მშენებლობის პროცესში  დაახლოებით 5000-მდე ადამიანი დასაქმდება, მათგან 2000 თანამშრომლი კორეაში გადამზადდება. ჯამში კი  პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები შემოდგომაზე გაიმართა ახლა კი პროექტთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ახალი ქარხანა, სავარაუდოდ,  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. გარდა, ამისა საუბარია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მათ შორის EBRD-დან დაფინანსების მოპოვებაზეც.