220-ზე მეტმა პირმა აზოტიდან ფულადი დახმარება უკვე აიღო.

2017-02-15 13:19:18

საწარმოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლების ნაწილმა, კომპანიის ინვესტორისგან შეთავაზებული ფულადი დახმარება აიღო. თანხის გაცემა 10 თებერვალს მოხდა. აღნიშნულ პირებს, 2 თვის კომპესაცია და დახმარების სახით 3 თვის მანძილზე 500-500 ლარი გადაეცემათ. ყოფილი თანამშრომლების ნაწილი კი, პროტესტს აგრძელებს. საუბარია საწარმოდან გათავისუფლებულ 70-მდე პირზე. ისინი სარჩელს სასამართლოში, სამსახუში აღდგენის მოთხოვნით, მომავალ კვირას შეიტანენ, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება აქციებიც.

რაც შეეხება „აზოტის“ სრული დატვირთვით ამუშავებას, როგორც საწარმოს დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში განმარტა, ამ დროისთვის გაზის ფასთან ფდაკავშირებით „სოკარ ჯორჯია გაზთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვს, რომ საწარმო სრულყოფიად მაქსიმალურად მოკლე დროში ამუშავდეს.