საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია.

2017-02-15 12:38:55

2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით 125 ქვეყანას შორის უსაფრთხოების მაღალი დონის მაჩვენებლით საქართველო მე-7 ადგილზეა. Numebo უსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებლებს ყოველწლიურად აქვეყნებს.  2016 წელს საქართველო ამ რეიტინგში მე-6 ადგილზე იყო. საქართველოს უსაფრთხოების ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 79,17% შეადგინა, ხოლო კრიმინალურმა მაჩვენებელმა - 20,83%.

მეზობელი ქვეყნებიდან კი  უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით აზერბაიჯანი მე-18, სომხეთი მე-19, თურქეთი 55-ე, რუსეთი კი  67-ე ადგილზეა.

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთო ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება: ყატარი, სინგაპური, ტაივანი, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

კრიმინალური ინდექსის მიხედვით,  ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში კი ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკა შედის.