მედიკოსები ვირუსული შემთხვევების მატებას ვარაუდობენ.

2017-02-14 21:44:11

მიმდიანრე თვის ბოლოს, მედიკოსები ვირუსული შემთხვევების მატებას ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. ვირუსით დაავადების სარისკო ჯგუფს, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მიეკუთვნებიან. მაღალი ტემპერეტურის, ხველებისა და ციების შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას თვითნებური მკურნალობისგან თავის შეკავებას და ექიმთან ვიზიტისკენ მოუწოდებენ. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა და ოთახების ხშირი განიავება. ვირუსული ინფექციების მატებას 20 თებერვლიდან ვარაუდობენ.