ბენზინი გაძვირდა.

2016-10-29 17:40:32

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინის ფასმა მოიმატა. საწვავი  რამდენიმე თეთრით გაძვირდა. თუ კი გასულ დღეებში ვისოლზე”, “სოკარზე და გალფზე ყველაზე დაბალ ფასიანი ევრო რეგულარის მარკის ბენზინი 1.64 თეთრი, ხოლო „რომპეტროლზე“ 1.61 თეთრი ღირდა. დღეს ბენზინის ფასი ზემოთ ჩამოთვლილ სადგურებში 1.69.თეთრია, ხოლო „რომპეტროლზე“ 1.66-თეთრი. საწვავის ფასი ორი კვირის წინაც გაიზარდა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებშიც, ბენზინის ღირებეულებამ 5-თეთრით მოიმატა.

ბენზინის ფასის ცვალებადობა, ოპეკის „კალათზე“ ფასის ზრდამ გამოიწვია. კერძოდ კი 2016 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 0,27 დოლარით ანუ 0,57%-ით და ოფიციალურად შეადგინა 47,23 დოლარი/ბარელზე.