მამა გიორგის განცხადებით, მას ციანიდი არ ჰქონია (ვიდეო).

2017-02-14 16:18:07

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსთავის მე-6 საპყრობილეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან იმყოფებოდა. სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს.ასევე ბრალდებული ითხოვს ოჯახისა და ახობლების უსაფრთხოების დაცვას. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასულიერო პირი უარყოფს, რომ მას დაკავებისას თან ციანიდი ჰქონდა.