"უნდა გაჟღერდეს ის არგუმენტები რაც დაცვის მხარეს გააჩნია"

2017-02-14 14:26:13

სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე, არასამთავრობო ორგანიზიაციის წარმომადგენებმა მოინახულეს.ადამიანის უფლებების ცენტრის იურისტის ინფორმაციით,მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს და კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს. „მამა გიორგი დუმილის უფლებას იყენებს, გარდა ამისა მას აქვს გაუთქმელობის ხელწერილი დადებული პროკურატურასთან, შესაბამისად მას საქმის შესახებ დეტალების თქმის საშუალება არ აქვს“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.ბრალდებულის ადვოკატი და არასამთავრობოები, საქმეზე გრიფითი საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ, რათა გაჟღერდეს ის დეტალები რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია.