ავარიები მოყინული გზის გამო (ფოტოები).

2017-02-14 10:58:45

ავარიები მოყინული გზის გამო დილიდან რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ცენტრალურ ხიდზე, კოსტავას გამზირზე და მეგობრობის გამზირზე. ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლების დიდი ნაწილი დღეს "ინფო რუსთავს" უკავშირდებოდა და აღნიშნავდა რომ გზაზე ტექნიკური მარილი არ ყრია. ღამე მოყინულმა გზამ განსაკუთრებით რთული ვითარება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდებზე შექმნა.

თვითმმართველობის შესაბამის სამსახურში აცხადებენ რომ გუშინ გვიან ღამე დაიწყეს ტექნიკური მარილის დაყრა, თავდაპირველად სამუშაოები ხიდებზე, ცენტრალურ და შემოვლით გზებზე მოხდა.