მეგობრობის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს (ვიდეო).

2017-02-13 23:03:20

დაახლოებით 22 საათზე მეგობრობის გამზირზე ტანსაცმის მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის გამყიდველმა „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა მაღაზია დაკეტა, თუმცა მიიღო შეტყობინება რომ უცხო პირმა მისი გახსნა მოახერხა. ადგილზე მისულმა მაღაზიის მეპატრონემ აღმოჩინა რომ სალაროდან 30 ლარამდე თანხა იყო წაღებული.

შეგახსენებთ რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მაღაზია რამდენიმე დღის წინაც გაქურდეს.