ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

2017-02-13 21:38:14

შარტავას #11-ში მდებარე ბიბლიოთეკის ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის პირობების მიხედვით რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდება მთავარ დარბაზს, კაბინეტს, სამუშაო ოთახებს, სამზარეულოებს და საპირფარეშოებს. შეიცვლება იატაკი, კარებები, ფანჯრები და შეკეთდება დაზიანებული კედლები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 160 დღეში უნდა დაასრულოს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 83 338 ლარი გამოიყო.