რუსთავში მაღაზიები გაქურდეს (ვიდეო).

2017-02-13 19:58:07

გუშინ საღამოს, მე-7 მკრ/ ში, მაღაზია გაქურდეს. როგორც  „ინფო რუსთავთან“  მაღაზიის თანამშრომელი ყვება, მარკეტში ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანებმა გამყიდველზე განხორციელებული მუქარით, მაღაზიიდან 200 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს.

გაქურდვის მცდელობა იყო, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაშიც. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მაღაზიის თანამშრომლების ვარაუდით, მძარცველმა გისოსები დააზიანა და მაღაზიაში შესვლა მცირე ზომის ფანჯრიდან შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით,მძარცველს სალაროში ფული არ დახვდა, რის შემდეგაც "თიბისი ფეის" აპარატი დააზიანა, თუმცა თანხა არც აპარატში აღმოჩნდა.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე "თიბისი ფეის" აპარატის გაძარცვის მცდელობა წინა კვირასაც მოხდა, მძარცველებმა მაშინ აპარატი მთლიანად წაიღეს.