"მე ვადასტურებ რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - დავით უსუფაშვილი.

2016-10-29 17:00:31

რესპუბლიკური პარტიის დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა. "მე ვადასტურებ რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მძიმე მაგრამ პოლიტიკურად მისაღები გადაწყვეტილება, მე ვაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ ეს არ იქნება რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული. პარტიის თავმჯდომარეს და წევრებს აღმოაჩნდათ გარკვეული ხედვები რომელიც პირადად ჩემთვის არის მიუღებელი, მე არ შევეწინააღმდეგები იმიტომ რომ პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას" - დავით უსუფაშვილი.