პატრიარქის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

2017-02-13 13:18:44

გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, პატრიარქი ნარკოზიდან უკვე გამოვიდა.  ინფორმაციას საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია ავრცელებს. პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა. შეგახსენებთ, პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.