სასაფლაოზე ქურდობის ფაქტები გახშირდა (ვიდეო).

2017-02-12 18:58:03

ძარცვის ფაქტები რუსთავის სასაფლაოზე. ვრცელდება ინფორმაცია რომ ბოლო პერიოდში საფლავების გაქურდვის შემთხვევებმა იმატა. სასაფლაოზე დასაქმებულის განცხადებით, ხშირ შემთვევაში ჯვრებს, ძვირფასი ლითონით დამზადებულ ნაკეთობებს და სხვადასხვა კონსტრუქციებს იპარავენ. შემთხვევების უმრავლესობა, ღამის საათებში ხდება. ინფორმაცია ქურდობის ფაქტების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავცელდა.