"რაპუნცელი" საუკეთესო საბავშვო სპექტაკლად დასახელდა.

2017-02-12 17:40:55

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და საუკეთესო სპექტაკლები გამოავლინა. მათ შორის, 2016 წლის საუკეთესო საბავშვო სპექტაკლად ნიკა საბაშვილის(მოზარდ მაყურებელთა თეატრი) მაუგლის გარდა, რუსთავის თეატრში ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული "რაპუნცელიც" დასახელდა. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საუკეთესო სპექტაკლები და მსახიობები შემდეგ ნომინაციებშიც დაასახელა: საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო თოჯინური სპექტაკლი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი და სხვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი- 2016 წლის ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ზურა ყიფშიძე, მეფე ლირი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
აპოლონ კუბლაშვილი, მოთამაშეები, რუსული დრამატული თეატრი
ზუკა პაპუაშვილი, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
ბესო ბარათაშვილი, უცხოობაში, მარჯანიშვილის თეატრი
კახა მიქიაშვილი, სხვების ცხოვრება, თავისუფალი თეატრი

საუკეთესო მსახიობი ქალი - 2016
ნინო კასრაძე, მარინ რევია, სამეფო უბნის თეატრი
ნინელი ჭანკვეტაძე, ჩიტები, რკინის თეატრი
ბაია დვალიშვილი, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
ნინო ბურდული, დაგვიანებული ჩაი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
ქეთი ცხაკაია, მოხუცი ქალის ვიზიტი, მარჯანიშვილის თეატრი
ნანა ფაჩუაშვილი, სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე, რუსთაველის თეატრი
მანანა კოზაკოვა, უცხოობაში, მარჯანიშვილის თეატრი