გიორგი ბეგაძემ საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრა გამართა (ვიდეო).

2017-02-12 16:34:17

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ბიუროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რამდენიმე საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა, მათ შორის საკითხები ეხებოდა ქალაქის გამწვანებას, დასაქმებას, შრომით უფლებებს, ახალგაზრდების პრობლემებს, კონკრეტულ ლოკაციებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს. დეპუტატი საბჭოს წევრებს დაპირდა, რომ მათ ინიციატივებს გაიზიარებს და შესაბამისი თხოვნით ქალაქის თვითმმართველობას მიმართავს, საჭიროებისამებრ კი ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოშიც წარადგენს.

საბჭოში 30-მდე ადამიანია გაწევრიანებული, წევრობა შეზღუდული არ არის და ნებისმიერ პირს შეუძლია განხილვებსა და ინიციატივების გაჟღერებაში მიიღოს მონაწილეობა. საბჭოს მიზანი ქალაქის განვითარება და თანამედროვე გარემოს შექმნაა.