დილით ორი ავარია მოხდა (ვიდეო).

2017-02-12 12:46:07

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი და იგივე დროს სხვადასხვა ლოკაციაზე დილით 9 საათზე მოხდა. პირველი ცენტრალურ ხიდზე დაფიქსირდა, "მითსუბიში"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულია. მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზს გამოძიება დაადგენს.