გარკვეული დასახელების პროდუქტი გაძვირდა.

2017-02-11 18:34:50

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროდუქტის ფასმა მოიმატა. ძირითადად ბოსტნეული გაძვირდა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით 1 კგ კარტოფილის ფასმა დაახლოებით 50 თეთრით მოიმატა, 20 თეთრით გაძვირდა კომბოსტოც. პომიდორისა და კიტრის ფასმა კი 50 თეთრით მოიმატა, თუ იანვარში 1 კგ კიტრის ფასი 3 ლარი იყო, ახლა მისი შეძენა 3.50 ლარადაა შესაძლებელი, 1 კგ პომიდორის ფასი კი 3 ლარია. 10 თეთრით გაძვირდა ჭარხალი და ხახვი, ამჟმად ჭარხლის ფასი საშუალოდ 1.10 ლარს, ხახვის კი 80 თეთრს  შეადგენს. გაძვირებულია მწვანილიც, კერძოდ, თუ ერთი კილოგრამი მწვანილი საშუალოდ 5-6 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 15-20 ლარამდეა გაზრდილი. მოვაჭრეების განცხადებით, გაძვირებულია საქონლის ხორციც, რომლის ფასმაც დაახლოებით 3 ლარით მოიმატა და 1კგ საქონლის ხორცის შეძენა 13 ლარადაა შესაძლებელი. არის ისეთი პროდუქტებიც, რომელთა ღირებულება არ შეცვლილა, ან გაიაფდა კიდეც. მაგალითად, იმერული ყველი 50თეთრით, ქარხნული ყველი კი 2 ლარით გაიაფდა.
მოვაჭრეები პროდუქტების გაძვირებას დოლარის კურსის ცვლილებას, საწვავის გაძვირებასა და არამდგრად ამინდებს უკავშირებენ.