ჩანაცვლდება თუ არა ძველი ავტობუსები ახლით.

2017-02-11 14:55:29

რუსთავის ქუჩებში შესაძლოა თურქული წარმოების "მერსედესი"-ს მარკის ახალი ავტობუსები გამოჩნდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენის სურვილი ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ თურქეთში ვიზიტის დროს გამოთქვა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია თურქეთის ქალაქ ბურსაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი ქალაქებს შორის სოციალურ, კულტურულ, სამრეწველო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობაა იყო. საქართველოდან ჩასულ სტუმრებს ბურსას მერის მოადგილემ აბდულ კირლიკმა უმასპინძლა. შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და თურქული ასოციაცია კარპატის პრეზიდენტი სეიფალ თურკსოი ესწრებოდნენ.

ბურსას მერის მოადგილემ სტუმრებს ქალაქი დაათვალიერებინა და მისი სამრეწველო პოტენციალი გააცნო. აბდულ კირლიკმა გამოთქვა მზადყოფნა რომ მრეწველობის განვითარების კუთხით დაეხმაროს რუსთავს და ადგილობრივ ბიზნესმენებს გაუწიოს რეკომენდაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მიზნით. თავის მხრივ ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა განაცხადა რომ ბიზნესმენებს ექნებათ საშუალება რეგიონში არსებული სტაბილური და მიმზიდველი გარემო კომერციული სამიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილისა და რუსთავის მერის დავით ჯიქიას სამუშაო ვიზიტი გუშინ დასრულდა.