"ვის მხარეს ხარ შენ?"- კითხვა პრემიერ მინისტრს.

2017-02-10 19:54:15

ამ წუთებში, კანცელარიასთან აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.აუდიტორია 115-ის წევრებმა, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეძახილებით „სოლიდარობა მუშებს“, თავისუფლების მოედნიდან, კანცელარიამდე ფეხით მსვლელობა მოაწყეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებენ "ბიბლუსისა" და "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლებიც. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა, შრომითი უფლებების დაცვაა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რიტორიკულ შეკითხვას უსვამენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრს - "ვის მხარეს ხარ შენ?" უფლება დამრღღვევი დამსაქმებლისა თუ დასაქმებული მოქალაქის. აღნიშნული შეკითხვის ამსახველი ბანერი, აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან მიიტანეს.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია ხვალაც გაიმართება.