თბილისიდან რუსთავში მიმავალ მიკროავტობუსში,მგზავრი გარდაიცვალა.

2017-02-10 19:10:17

60 წელს გადაცილებული მამაკაცი, თბილისიდან რუსთავისკენ მიმავალ, ე.წ ყვითელ მიკროავტობუსში გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ როგორც სასწრაფო სამედიცინო, ისე საპატრულო ეკიპაჟები. თვითმხილველები ყვებიან რომ მამაკაცი შეუძლოთ უეცრად გახდა. მათივე ვარაუდით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.