სუპერმარკეტი "სპარი" გაქურდეს.

2017-02-10 18:15:31

რუსთავში სავაჭრო ქსელ „სპარში“ ქურდობის ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სუპერმარკეტიდან, პოლიეთილენის პარკებით, ტკბილეული მოიპარა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. სუპერმარკეტში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, შსს-ში კი ფაქტს ადასტურებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეჭვმიტანილი პირი მხილებულია. გამოძიება 177- მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ.