50 კგ-მდე თევზი "დენით" დაიჭირეს.

2017-02-10 15:49:43

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, რ.ა და დ.ა ნავიდან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. მათ 43 კგ. ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 2580 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.

ფაქტი  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.