მეტალურგიული ქარხნის პროდუქცია ექსპორტზე 7 ქვეყანაში გავა.

2017-02-10 15:29:58

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით გაიტანა. პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონაა.  აღნიშნული მილები მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირების, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება. აქამდე აღნიშნული პროდუქცია ბრენდირებული ნიშნით მხოლოდ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გადიოდა, ახლა კი მათი ექსპორტი საწარმოს სახელით იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთშიც მოხდება. როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამომავლოდ ქარხანა საკუთარი ბრენდით მილების ექსპორტს ამერიკასა და რუსეთშიც განახორციელებს.