დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის კონტრაბანდა (ვიდეო).

2017-02-10 14:32:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის  ფაქტი გამოავლინა და ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 09 თებერვალს საბაჟო - გამშვები პუნქტ ,,სარფის“ გავლით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,IVECO’’ - ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი გადმოიტანა. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით გულისხმობს.