ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა.

2017-02-10 12:58:30

რუსთავში გუშინ გვიან ღამით ბუნებრივი არის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მე-6 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 80 წლის მოხუცმა და ორმა შუახნის ქალმა მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევა კი რჩეულიშვილის ქუჩაზე დაფიქსირდა, სადაც 4 და 6 წლის მცირეწლოვანი ბავშვები საცხოვრებელ სახლში Co-თი მოიწამლნენ. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა, პაატა ბაჩილავამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყველა მათგანს მსუბუქი ინტოქსიაკაცია აღენიშნებოდა, მოწამლულების ნაწილს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.