რუსთავიდან საზღვრისპირა პუნქტებამდე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

2017-02-09 22:36:49

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. რუსთავი–წითელი ხიდის საავტომობილო გზის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის E-60 საავტომობილო–სატრანზიტო კორიდორის და TEN-T ქსელის Core Network-ის ქსელის ერთ–ერთ სეგმენტს. აღნიშნული სეგმენტი არის საქართველო–აზერბაიჯანის დამაკავშირებელი კორიდორის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება, რომლითაც სარგებლობენ როგორც საქართველო–აზერბაიჯანის გადაზიდვები, ასევე შუა აზიის, ევროპის ქვეყნები და თურქეთი. რუსთავი–სადახლოს საავტომობილო გზის მონაკვეთი წარმოადგენს ჩრდილოეთ–სამხრეთის E-117 საავტომობილო–სატრანზიტო კორიდორს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია აღმოსავლეთ დასავლეთის E-60 და E-70, TEN-T ქსელის Core Network-თან. აღნიშნული სეგმენტი არის საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი კორიდორის ძირითადი მიმართულება, რომლითაც სარგებლობენ როგორც საქართველო–სომხეთის გადაზიდვები, ასევე ევროპის ქვეყნები და რუსეთი.

ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება 2017 წლის თებერვალში, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს, მომსახურების დაწყებიდან 11 თვეს.