რა შენიშვნები აქვთ "ინტერტრანსის" მიმართ.

2017-02-09 20:19:19

დღეს დედაქალაქში რუსთავის მერიის  წარმომადგენლებსა და თბილისის  მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს შორის  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსთავის ვიცე-მერი ნოდარ შეროზია ესწრებოდა. სხდომაზე რუსთავი-თბილისის სამგზავრო გადაყვანებში არსებული პრობლემების და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. როგორც თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რუსთავიდან  მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსები,  თვითნებურად გადაადგილებიან, სხვადასხვა ადგილზე თვითნებურად ჩერდებიან და მგზავრების შიდასაქალაქო გადაყვანებსაც ახორციელებენ,  რაც თბილისში საგაზო მოძრაობას უქმნის საფრთხეს. როგორც „ინფო რუსთავს“  ნოდარ შეროზიამ განუცხადა, აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდება. "ინტერტრანსში" კი აცხადებენ, რომ სხდომაზე განხილული საკითხები მათ მიმართ არა შენიშვნების, არამედ რეკომენდაციის სახით იყო წარმოდგენილი. დღევანდელი შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით შედგა. შეროზიას ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სამუშაო  შეხვედრა რუსთავის მერიაშიც გაიმართება