თვითმმართველობიდან კიდევ 20-მდე ადამიანს გაათავისუფლებენ (ვიდეო).

2017-02-09 18:44:59

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა რომ ააიპ „რუსთავის კორპუსი“-დან კიდევ 17 ადამიანს გაათავისუფლებენ, მიზეზი რეორგანიზაციაა. „რუსთსვის კორპუსი“-ს ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შტატში დარჩება მხოლოდ 9 თანამშრომელი დანარჩენები კი იმუშავებენ შტატგარეშე სტატუსით. ამით რეორგანიზაცია სავარაუდოდ არ დასრულდება. „ინფო რუსთავი“-ს კითხვაზე თავისუფლდებიან თუ არა წინა ხელმძღვანელის, ირმა მესხის მიერ შერჩეული კადრები, ლაბაძემ გვიპასუხა - „ამაზე აქცენტს ნუ გავაკეთებთ, ყველა ყველას მეგობარია რუსთავში“.

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებებზე ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ „ინფო რუსთავთან“ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ განაცხადა. პირველად თანამშრომლების გათავისუფლება 5 დღის წინ დაიწყო როდესაც „რუსთავის კორპუსი“-დან 2 თანამშრომელი დაითხოვეს.