„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

2017-02-09 16:28:09

კომპანიის განცხადება - "გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს რუსთავში. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5798 აბონენტს რუსთავში, კერძოდ, მეგობრობის გამზირზე, მარჯანიშვილის, თოდრიას, 1 მაისის, წმ. ნინოს, ფიროსმანის, გოგებაშვილის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში".