მომდევნო 3 დღე ამინდი გაუარესდება.

2017-02-08 23:15:23

9-12 თებერვალს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. მათ შორის თბილისსა და რუსთავში სინოპტიკოსები თოვლჭყაპსა და წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება. საქართველოში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.