გათავისუფლებული მუშები (ფოტო/ვიდეო).

2017-02-08 22:00:35

აზოტის საწარმოს საგრანულაციო კოშკიდან თვეზე მეტია ორთქლი აღარ ამოდის. რაც იმას ნიშნავს  რომ, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქიმიური ქარხანა გაჩერებულია. საწარმოს გაჩერებას, ქარხანაში დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვა. ინფორმაცია მუშების სამსახურებიდან დათხოვნის შესახებ „ინფო რუსთავისთვის“ ცნობილი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გახდა. მაშინ ქარნის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია უარყო. ამბიდან 1 თვეში, სამუშაოდ მისული თანამშრომლები, სამსახურში აღარ შეუშვეს.

პროტესტი 2 კვირა აქციების ფონზე მიმდინარეობს. იყო დირექტორის კაბინეტში შეჭრა, საწარმო ტერიტორიაზე შესვლის მცდელობა, ცენტრალურ ქუჩებზე, როგორც რუსთავში ასევე თბილისში მსვლელობა, პოლიციასთან შეტაკება და ხმაურიანი გამოსვლები.