ბიძამ დის შვილი გააუპატიურა.

2017-02-08 19:45:00

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რომ - "დის შვილთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა თბილისში, გლდანის რაიონში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს პოლიცია 10 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება".

გავრცელებული ინფორმაცია და გაუპატიურების ფაქტი ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება. "ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა სადაც თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს, ფაქტი არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს.