"რუსთავის წყლის" დასაქმების ფორუმი (ვიდეო).

2017-02-08 15:01:15

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში კომპანია“რუსთავის წყალმა“ დასაქმების ფორუმი გამართა. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განახლებაა. შესაბამისად , კომპანიისთვის ახალი კადრების მოზიდვა გახდა აუცილებელი. ფორუმზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს კომპანიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ. მათგან 50 კანდიდატი კი „რუსთავის წყალში“ დასაქმდება. ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე, ,,რუსთავის წყალმა“   პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა. კომპანია „რუსთავის წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს, სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს.