ელ. ენერგია ჩამოთვლილი უბნების გარდა სხვა ქუჩებზეც შეიზღუდა.

2017-02-08 14:02:55

11 საათიდან ელექტრო ენერგია რუსთავში 24 000-მდე აბონენტს შეეზღუდა. მოსახლეობა გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და "ინფო რუსთავს" იმ მიზნით დაუკავშირდა რომ გაეგოთ რატომ შეიზღუდა მათ ქუჩაზე ელ. ენერგიის მიწოდება. ისინი აცხადებენ რომ ამ მომენტისთვის დენი არ მიეწოდება იმ ქუჩებსაც რომელიც ჩამონათვალში არ იყო. კომპანია "ენერგო პრო"-ში აცხადებენ რომ ქუჩები დეტალურად არ ჩამოთვალეს, რადგან ტექსტში მითითებული იყო "მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ნაწილს: 6-ე, 7-ე, 7ა-ე, 8-ე, 14-ე, 15 -ე, 20-ე, 21-ე მიკრო რაიონები და მათი მიმდებარე ქუჩებს" რასაც გაურკვევლობა არ უნდა გამოეწვია.

ელექტრო ენერგიის მიწოდება 18 საათიდან აღდგება.