მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა, წაიქცა და სისხლდენა დაეწყო.

2017-02-08 11:57:47

რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე 83 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და წაიქცა, რის შემდეგაც თავიდან სისხლდენა დაეწყო. მოქალაქეებმა მოხუცს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და სასწრაფოს ეკიპაჟი გამოიძახეს. როგორც ექიმმა განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა, ამიტომ ნაკერის დადების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.