ავარია თავგორაშვილის ქუჩაზე.

2017-02-08 11:19:05

ავტოსაგზაო შემთხვევა თავგორაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 9 საათზე მოხდა. გავცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ფოტო © ირაკლი დანელია.