ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა (ვიდეო).

2017-02-07 22:52:40

ქვემო ფონიჭალაში ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაეკიდა, რომელიც შემდეგ მეორე სახლის სასხვენო გადახურვაზე გავრცელდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ. სამწუხაროდ ხანძარს მსხვერპლი მოყვა, გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი. ხანძარი ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია, მის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ვიდეო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.