ბრაკონიერს შველი მგელი ეგონა და მოკლა (ვიდეო).

2017-02-07 18:57:46

გარემოს დაცვის სამინისტრო ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის ვიდეოჩვენებას ავრცელებს. როგორც ბრაკონიერი ამბობს, მას შველი მგელი ეგონა და ამიტომ ესროლა. " ხმაური გავიგე და შემეშინდა. ვიცოდი, რომ მგელი და დათვია იქ, ვესროლე და შველი მომიკლავს ...  რომ მოვკალი არ ვიცოდი რა იყო, შეშინებულმა ვესროლე“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.საერთო ჯამში კი მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. სამინისტროს ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმი და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.უკანონო ნადირობა სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლით ისჯება.