სუმატო-მენტალური არითმეტიკის წრე რუსთავში.

2017-02-07 15:46:38

სუმატო-მენტალური არითმეტიკის წრე რუსთავში. პრეზენტაცია #4 საჯარო სკოლაში გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელებმა, დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს, საგანმანათლებლო წრის სპეციფიკა გააცნეს. პრეზენტაციის ორგანიზატორების განცხადებით, ცენტრში შემუშავებული სხვადასხვა მეთოდების საშუალებით, ბავშვებს  როგორც ზეპირი ანგარიშის, ისე სხვა საჭირო ინელექტუალური უნარები უვითარდებათ. პროექტი უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. სუმატო-მენტალური არითმეტიკის წრის პრეზენტაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.