საპროტესტო აქცია დასრულდა.

2017-02-07 14:28:41

სს“რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დღეს დილიდან  მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან საქართველოს ბანკის  ოფისისკენ მოაწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა საწარმოდან გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენა იყო. მსვლელობის განმავლობაში რამდენჯერმე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბანკში შესვლასა და მის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდა,  თუმცა ამის საშუალება მას პოლიციამ არ მისცა.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები თანახმა იყვნენ, თუმცა შემდეგ მათ უარი განუცხადეს.  საპროტესტო აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი“,  აუდიტორია 115 და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მასშტაბურ აქციას კანცელარიის შენობასთან გამართავენ, ხვალ კი აქცია რუსთავში, „აზოტის“ საწარმოსთან გაიმართება.