აქციის მონაწილეებმა საქართველოს ბანკთან გადაინაცვლეს.

2017-02-07 13:12:58

ამ დროისთვის თბილისში სს"რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ. მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას მოძრაობა "მწვანე მუშტი", აუდიტორია 115 და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებენ. მსვლელობის განმავლობაში დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისითან არიან. მათი მთავარი მოთხოვნა "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენაა.

(ვიდეო)