სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი (ვიდეო).

2017-02-07 11:27:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართელოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდგომში კი, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ “Henkel”- ისა და “Procter & Gamble Co.”- ის ბრენდირებული პროდუქტების,  „PERSIL Expert Color”- ის, “PERSIL Vernel”- ის  და ”ARIEL”- ის, კუსტარული წესით დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.  საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან და სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და  ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2 წლამდე ვადით.