აზოტის ხელმძღვანელობის ახალი შეთავაზება გათავისუფლებულ მუშებს.

2017-02-06 21:21:47

ჯანდაცვის სამინისტროში სს“რუსთავის აზოტის“ დირექტორის მოადგილეს, ლევან ბურდილაძეს, პროფკავშირების წარმომადგენლებსა და საწარმოდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაშრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ელზა ჯგერენაიაც ესწრებოდა. „ინფო რუსთავი“ თემასთან დაკავშირებით ლევან ბურდილაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ეტაპზე საწარმომ ვერ დაასაქმა, დახმარების სახით 3 თვის ვადით ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის თანხას გადაუხდის. ბურდილაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულმა მუშებმა იანვრის ხელფასი უკვე აიღეს და სავარაუდოდ, თებერვლის ხელფასიც დაერიცხებათ, რის შემდეგაც მათ ზემოთ აღნიშნული 3 თვიანი დახმარებაც გაეწევათ. თებერვლის ხელფასთან დაკავშირებული დეტალები ამ კვირის განმავლობაში დაზუსტდება.

შეგახსენებთ, აზოტიდან გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქციები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია აზოტის საწარმოსთან დღესაც გაიმართა.